მალავის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი გაუჩინარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მალავის მთავრობა ავრცელებს.
„საავიაციო სამსახურების ყველა მცდელობა კონტაქტი დაემყარებინათ თვითმფრინავთან, რომელიც რადარებიდან გაქრა, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რადარებიდან გაქრა, მალავის ვიცე-პრეზიდენტ საულოს ჩილიმასთან ერთად კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა.
მალავის პრეზიდენტმა, ლაზარუს ჩაკვერამ რეგიონულ და ეროვნულ ძალებს თვითმფრინავის ადგილმდებარეობის დასადგენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარება უბრძანა.