ბერლინის კონფერენციის წინ გადადგა უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელი

უკრაინის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მუსტაფა ნაიემი გადადგა ერთი დღით ადრე მანამ, სანამ ბერლინში გაიხსნება მასშტაბური კონფერენცია უკრაინის აღდგენის შესახებ, რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.
ნაიემი 10 ივნისს სოციალურ ქსელებში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო “სისტემური წინაღობების გამო, რომლებიც არ მაძლევდა ჩემი მოვალეობების ეფექტიანად შესრულების საშუალებას”.
ნაიემის თქმით, ნოემბრის შემდეგ მისი გუნდი აწყდება “მუდმივ წინააღმდეგობას” სააგენტოს მოვალეობების შესრულებისას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის გადაწყვეტილების სახით, რომლითაც მას არ მიეცა კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება.
მუსტაფა ნაიემი გავლენიანი საჯარო ფიგურა და ჟურნალისტია, იგი 2023 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა სააგენტოს. მანამდე, 2021 წლის აგვისტოდან, მუშაობდა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც რვა წელია, თბილისის თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, იცის, რა პრობლემები აწუხებთ თბილისელებს

კახა კალაძე: პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და გავიმეორებ იმავეს – მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს