ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ტვიტს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობის გამოხატვისთვის და აღნიშნა, რომ ორივე ერმა რუსეთისგან ბევრი ტანჯვა გამოიარა:
“ვაფასებ თქვენს სოლიდარობას ჰოლდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა ბევრი ტანჯვა გადაიტანეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი.” წერს უკრაინის პრეზიდენტი.
I appreciate your solidarity with Ukraine on the Holodomor Remembrance Day, @Zourabichvili_S. Our nations have endured a lot of suffering caused by Moscow’s aggressive policies. We need to support each other in order to protect our freedom and our people. 🇺🇦🇬🇪— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 25, 2023
25 ნოემბერს უკრაინა ჰოლოდომორის მსხვეროპლთა დღეს აღნიშნავს. წელს 90 წელი შესრულდა.
“სოლიდარული ვართ უკრაინის ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება.”- დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
Standing in solidarity with Ukraine on #Holodomor Memorial Day, we honor the victims of the Soviet regime of terror
After 90 years, resistance to oppressive practices remains our common duty, ensuring that history will not repeat itself— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 25, 2023