დიმიტრი პესკოვი – ევროპარლამენტის უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება. ჩვენ ამას ვხედავთ. თუმცა, ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის გაანალიზებაც უნდა მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და კრემლი ამ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
დიმიტრი პესკოვი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ემანუელ მაკრონის მიერ საფრანგეთის პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საფრანგეთის საშინაო საქმეა.
„ეს საფრანგეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეა. ჩვენ საშინაო საქმეებში ჩარევა არ გვსურს. ევროპასა და ამერიკაში ფართოდ გავრცელებული ცილისწამების საპირისპიროდ, ჩვენ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში არ ვერევით“, – აღნიშნა კრემლის პრესპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ