ლიგა 2-ის მეთხუთმეტე ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „პარიზი“ 2:1 დაამარცხა.
მატჩი თვალსასეირო ვერ გამოდგა, გამარჯვების გოლი კი სტუმრებმა კომპენსირებულ დროში გაიტანეს.
ჟირონდული გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.
„ბორდომ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, 18 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 2 დეკემბერს „ტრუას“ უმასპინძლებს.
პარიზი – ბორდო 1:2
გოლები: 0:1 ვაისბეკი (7), 1:1 კებალი (12, პენ), 1:2 ბარბე (90+3)
