კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსზე ოქროს მედალი 21-მა ღვინომ დაიმსახურა, მათგან ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო, „ტროფი“ მიიღო. ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში, 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში.
კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში ჩატარდა.
გამარჯვებულ კომპანიებს ჯილდოები გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და კონკურსის ჟიურის სხვა წევრებმა გადასცეს.
კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე ექვს გამორჩეულ ღვინოს სპეციალური პრიზი „სომელიეს არჩევანი“ გადასცა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმაც.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები, საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ. კონკურსის თავმჯდომარე იყო ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), ხოლო წევრები: ანა მარტინ ონზანი (ესპანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ქონგ ქონგ ბო (დიდი ბრიტანეთი), ბეთ ვილარდი (ავსტრალია), ჩან ჯუნ პარკი (კორეის რესპუბლიკა), ლევან მეხუზლა (ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე (საქართველო), მიხეილ მესხი (საქართველო), ანა გოდაბრელიძე (საქართველო) და გიორგი დაქიშვილი (საქართველო).
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024, თბილისში 7-9 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ