პაატა მანჯგალაძე – ჩინეთის უარი ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას

ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „არანაირი უსაფრთხოება და სუვერენიტეტის დაცვა არ არსებობს -ს და ევროპის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე“.
„ნუ ატყუებთ ხალხს! ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს არის იმ მავნებლური ანტიქართული, ანტიეროვნული პოლიტიკის პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც „ქართული ოცნება” ატარებს სინამდვილეში.
არანაირი უსაფრთხოება და სუვერენიტეტის დაცვა არ არსებობს აშშ-ს და ევროპის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე.
კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!“, – განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს