11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა.
შესაბამისად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებად 2.8490 ლარი განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0243 ლარით მეტია.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით თითქმის 2 თეთრითაა გამყარებული. 11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევროს ღირებულებად 3.0584 ლარი განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0183 ლარით ნაკლებია.
უნდა აღინიშნოს, რომ პარასკევიდან მოყოლებული ევრო ყველა ვალუტასთან გაუფასურდა, რაც ექსპერტების შეფასებით ევროპარლამენტში არჩევნების შედეგებსა და საფრანგეთში ახალი არჩევნების დანიშვნასთანაა დაკავშირებული.