გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს 11:00-დან 15:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო.
მათივე ცნობით, 12:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გამოირთვება სოფლებში წოდორეთი, ბევრეთი, ლისი, ზემო ლისი, მსხალდიდი, ტაბარუკი, პანტიანი, ხოლო 12:30-დან 13:30 საათამდე და 17:30-დან 18:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში ზემო და ქვემო ლისი, შვინდების მიწა.
ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ