კვარაცხელიამ გაიტანა – “ნაპოლიმ” ბერგამოში მძიმე მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]

სერია სერია A-ს მეცამეტე ტურში „ნაპოლიმ“ ახალი მწვრთნელის მაცარის ხელმძღვანელობით გასვლაზე „ატალანტას“ 2:1 მოუგო.
მ გოლი გაიტანა – მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ყველა ტურნირზე კი 9+5 საგოლე მოქმედება.
პირველ ტაიმში თავიდან თანაბარი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მასპინძლები მეტოქეს სივრცეებს უნარიანად უზღუდავდნენ და მომენტებს არ აქმნევიდებდნენ. „ნაპოლის“ პირველი რეალური შანსი 33-ე წუთზე მიეცა, რაჰმანიმ თავით გაიტანა კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შემდეგ ოლივეირამ ტრავმა მიიღო, რომელიც ჟუან ჟეზუსმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მარიო რუიც
ტრავმირებულია და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებების წინ ნეაპოლური გუნდი მარცხენა მცველის გარეშე დარჩა. კვარაცხელიას სკალვინი ყურადღებით მეურვეობდა და სამჯერ წააქცია. 44-ე წუთზე კი ხვიჩამ დი ლორენცოს პასით “ნაპოლი” დააწინაურა. მან ნეაპოლურ კარიერაში მეორედ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი თავით.
შესვენების შემდეგ ბერგამოელები გააქტიურდნენ და ლუკმანმა ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე რასპადორი და პოლიტანო ოსიმენმა და ელმასმა შეცვალეს. ტრავმამორჩენილმა ნიგერიელმა 8 ოქტომბრის მერე პირველად ითამაშა. აქედან მოყოლებული „ნაპოლიმ“ ინიციატივა დაიბრუნა. ხვიჩას ჰატებური ეუხეშა და საბედნიეროდ „კვარა“ ტრავმას გადაურჩა. თამაში გახალისდა, პაშალიჩის გოლისას თამაშგარე დაფიქსირდა. 79-ე წუთზე ოსიმენმა მეტოქის პასი ჩაჭრა, ელმასს გადაცემა გაუკეთა და მან „ნაპოლი“ წინ გაიყვანა.
კომპენსირებულ დროში კვარაცხელია ჰატებურმა ისევ წააქცია და მსაჯმა ისევ არ მიაქცია ყურადღება, ანგარიში კი არ შეიცვალა ნეაპოლელებმა გამარჯვება მოიპოვეს.
„ნაპოლი“ 24 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 30 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.
ატალანტა – ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (44), 1:1 ლუკმანი (53), 1:2 ელმასი (79)