ჯორჯია მელონი არჩევნების შედეგებზე – „იტალიის ძმებმა“ დაადასტურა, რომ იტალიის წამყვანი პარტიაა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ მისმა პარტიამ, „იტალიის ძმებმა“ იტალიის ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.
„გმადლობთ. „იტალიის ძმებმა“ დაადასტურა, რომ იტალიის წამყვანი პარტიაა“, – დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელ X-ში.
პროგნოზების თანახმად, „იტალიის ძმებმა“ ამომრჩეველთა ხმების 28.3% მოიპოვა, მეორე ადგილზეა ოპოზიციური მემარცხენე ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“, ხმების 23.7%-ით, მესამეზე კი – „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ 10.5%.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება