მედია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის პროგნოზს ავქეყნებს, რომელიც 11 სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს და 16 წინასაარჩევნო გამოკითხვას ეყრდნობა.
აღნიშნული მონაცემებით მანდატები ასე ნაწილდება:
“ევროპის სახალხო პარტია” – 181;
“სოციალისტები და დემოკრატები” – 135;
“ევროპული განახლება” – 82;
“ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები” – 71;
“იდენტობა და დემოკრატია” – 62;
“მწვანეები – 53 ;
“მემარცხენეები” – 34;
მედიის ცნობებით, ევროპარლამენტის არჩევნებში აქტივობა 51% იყო. დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე მაღალი აქტივობა 1994 წლის შემდეგ. პროგნოზი ოდნავ აღემატება 2019 წლის 50,66%-იან აქტივობას.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს მიმდინარეობდა. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს.