Starbucks რუსეთში ბრუნდება

უკრაინაში ომის ფონზე, Starbucks-მა დატოვა, მაგრამ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს 8 განაცხადი შეიტანა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის. რუსული გამოცემა Ведомости წერს, რომ კომპანია რუსეთის ფედერაციაში გეგმავს ბრენდების Starbucks, Starbucks coffee, Starbucks Coffee, Frappuccino დარეგისტრირებას.
რუსული სააგენტო TASS წერს, რომ Starbucks 14 სავაჭრო ნიშანს არეგისტრირებს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში, ამერიკულმა ყავის კომპანია Starbucks-მა, ზე რუსეთის თავდასხმის გამო, თავისი ბიზნესი გაყიდა. ახალი მფლობელები რესტავრატორი ანტონ პინსკი და რეპერი ტიმურ იუნუსოვი გახდნენ, რომელიც „ტიმატის“ სახელითაა ცნობილი.
პინსკის თქმით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი რუბლი იყო. ყავის მაღაზიებმა ახალი სახელი – Stars Coffee მიიღეს. ცდილობდნენ დაერეგისტრირებინათ Stars Pinskiy Coffee-ისა და Stars Kanokov Coffee-ის სასაქონლო ნიშნები, მაგრამ Rospatent-მა უარი თქვა, რადგან ისინი Starbucks-ის სასაქონლო ნიშნების მსგავსი იყო.