თბილისში, ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს გაჩერებაზე შეეჯახა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
