U20 | საქართველო 2:1 ყაზახეთი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტესტ-მატჩში ყაზახეთის 20-წლამდე გუნდს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით – 2:1 დაამარცხა.
20-წლამდელთა გუნდიდან, რომელსაც დღეს გიორგი ადამია ხელმძღვანელობდა, პირველი გოლი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით – ლუკა წულუკიძემ გაიტანა.
მეორე გოლი კი ბოლნისის სიონის ნახევარმცველმა, ლუკა ჩაგანავამ გაიტანა, რომელმაც ეფექტური საჯარიმო დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.
nakrebi.ge