პორტუგალია სახლში ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, პორტუგალია ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა.
პორტუგალიამ ბოლო სამი მატჩიდან ორში მარცხი განიცადა და ხორვატიამ პირველად მოუგო.
მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, სტუმრები კი სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და შედეგსაც მიღწიეს.
პორტუგლიელთა თავდამსხმელი რონალდო სათადარიგო იყო.
საქართველოს ევროვნული გუნდი პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს გელზენკირხენში დაუპირისპირდება.
პორტუგალია – ხორვატია 1:2
გოლები: 0:1 მოდრიჩი (8, პენ), 1:1 ჟოტა (48), 1:2 ბუდიმირი 56)
კონკრეტულ შეხვედრაში, ხორვატია გადასარვადგაისარჯა და დიდი ანგარიშით უნდა გაემარჯვა, შექმნილი მომენტები გოლებად რომ გარდაესახა… სწორად დაგეგმილი სტრატეგიით, ყველაფრის გაკეთება შეიძლება… ფაქტი სახეზეა – ინგლისმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ისლანდიის კარში დარტყმა