საცალო გაყიდვების უმსხვილეს ასოციაცია National Retail Federation-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-ი საცალო ვაჭრობის იმ ქსელთა ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი სავაჭრო ფილიალი აქვს გახსნილი. ჩამონათვალში ევროპული და ამერიკული ქსელებიც ხვდებიან, თუმცა გლობალურად რიტეილ სექტორის დომინანტ მოთამაშედ აზია რჩება, რომელიც TOP-10-ში პირველი ხუთი პოზიციითაა წარმოდგენილი.
მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ფილიალით იაპონური Seven & I Holdings-ია წარმოდგენილი 40 545 ლოკაციაზე. საცალო ვაჭრობის უმსხვილესი კომპანიის მფლობელობაშია 7-Eleven ფრანჩიზა და სუპერმარკეტთა ქსელი Ito-Yokado.
7-Eleven საცალო გაყიდვების უმსხვილესი ქსელია, რომლის ისტორიაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში იყება, თუმცა Seven & I Holdings-მა კომპანიის შესყიდვა 2005 წელს, $1.2 მილიარდად შეფასებული გარიგებით დაასრულა, რის შემდეგაც 7-Eleven სრულად კერძო კომპანია გახდა, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს 10 ბაზარზე ოპერირებს.
რეიტინგში შემდეგი ორ პოზიციას ასევე იაპონური კომპანიები – FamilyMart და Lawson იკავებენ – თითეული მათგანი მსოფლიოში 20 ათასზე მეტი ფილიალით ოპერირებს. მეოთხე ადგილზეა ტაილანდური კომპანია CP All, მეხუთეზე კი – AS watson, რომლის სათავო ოფისიც ჰონგ-კონგში მდებარეობს.
ევროპის მასშტაბით ლიდერი კომპანია გერმანული Schwarz-ი, ფასდაკლებული სურსათის სუპერმარკეტია, რომელიც მსოფლიოს 30 ქვეყანაში ოპერირებს და 500 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მას კი 14 014 ფილიალით Carrefour-ის ქსელი მოსდევს, რომელიც საფრანგეთიდან იმართება.
რეიტინგის მერვე ადგილს კანადური კომპანია Couche-Tard-ი იკავებს, რომლის ფილიალთა უმრავლესობა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბითაა განთავსებული. კომპანია ცნობილია სასურსათო მაღაზიებითა და ბენზინგასამართი სადგურების ბრენდით – Circle K – რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მეცრე ადგილზე კი სუპერმარკეტების გემრანული ქსელი Aldi ხვდება.
რეიტინგში ერთადერთი ამერიკული კომპანია Walgreens Boots Alliance-ია, რომელიც რამდენიმე ბრენდს ბრიტანეთშიც ფლობს, თუმცა წარუმატებელი ოპერირების გამო, კომპანია მთელი რესურსების მიმართვას აშშ-ის ბაზარზე, ფარმაცევტულ სექტორში გეგმავს. Walgreens-ის სააფთიაქო ქსელი მსოგლიოს 13 ქვეყანაში 12 961 ფილიალითაა წარმოდგენილი.