პუტინი კრემლში კადიროვის 17 წლის ვაჟს ალის შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა ალი (იგივე ელის და ზელიმხანს) კადიროვს, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის 17 წლის შვილს. ამის შესახებ ტელეგრამის არხით ცნობა თავად რამზან კადიროვმა გაავრცელა.
რესპუბლიკის მეთაურის თქმით, პუტინმა მოზარდს მომავალი ქორწილი მიულოცა (8 ივნისს არის დანიშნული) და მას ჩეჩნეთის ყოფილ პრეზიდენტ, ახმატ კადიროვზე ესაუბრა.
2024 წლის მარტში ალი კადიროვი გახდა რესპუბლიკის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და ახმატის სპორტული კლუბის აღმასრულებელი დირექტორი.

2023 წლის ნოემბერში ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ვაჟებმა აჰმადმა, ელიმ და ადამმა მიიღეს ორდენები (“დაიმეხკან სიი”), რაც ჩეჩნურად ნიშნავს “ერის სიამაყეს”. ეს ორდენი ჩეჩნეთის პარლამენტის უმაღლესი ჯილდოა.
2023 წლის ზაფხულში პუტინმა კრემლში რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატიც მიიღო კრემლშიც. იგი მამის თანაშემწე და პროსამთავრობო მოძრაობა „პირველთა მოძრაობის” ფილიალის თავმჯდომარეიყო და რამზანდკადიროვის ბრძანებით რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს იკავებს რამზან კადიროვის ოჯახის დაახლოებით 100 ნათესავი. Kavkaz.Realii-ს რედაქციამ შეადგინა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებში მომუშავე კადიროვის კლანის ადამიანების ყველაზე სრული სია.

რამზან კადიროვის უახლოესი ნათესავები, მათ შორის არასრულწლოვნები, ხშირად იღებენ სახელმწიფო თანამდებობებს და ჯილდოებს. ერთ-ერთი ბოლო ჯილდო მის უფროსი ქალიშვილს მიენიჭა 16 თებერვალს.

თებერვლის დასაწყისში კი, ჩეჩნეთის მეთაურის მეორე ვაჟმა, 16 წლის ადამმა კი მიიღო მედალი დუბაიში გამართული, არაბეთის გაერთიანებული საემიროების SWAT Challenge-ს შეჯიბრის შემდეგ, მას თუმცა კონკურსებში მონაწილეობა არ მიუღია.