დანიის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიკსენზე თავდასხმას “პოლიტიკურად მოტივირებულად” არ მიიჩნევენ. რაც შეეხება თვდასხმაში ეჭვმიტანილს, იგი 20 ივნისამდე დარჩება პატიმრობაში.
7 ივნისს, კოპენჰაგენის ცენტრში მდებარე სკვერში, მამაკაცი პრემიერ-მინისტრს მიუახლოვდა და ხელი დაარტყა. დანიის მთავრობის ცნობით, ფრედერიკსენმა თავდასხმის შედეგად ყელის მცირე ტრავმა მიიღო, პრემიერ-მინისტრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა „შოკირებულია“ მომხდარით.
თავდასხმის შედეგად დანიის პრემიერის ყველა შაბათის ოფიციალური ღონისძიება გაუქმდა.
კოპენჰაგენის პროკურორმა სტარუხ სეკიროგლუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულს, 39 წლის პოლონელს, კოპენჰაგენის სასამართლომ 20 ივნისამდე პატიმრობაში მიუსაჯა.
მეტე ფრედერიკსენი 46 წლისაა. იგი 2019 წლიდან ხელმძღვანელობს დანიის მთავრობას.
ფორუმი
