“ქმარმა აივნიდან გადმოაგდო, დედამთილი ძალადობას მალავდა” – ქართველი გოგონას სასტიკმა მკვლელობამ ესპანელები ქუჩაში გამოიყვანა – რას წერს უცხოური მედია ნათია გულბანზე?

“ქმარმა აივნიდან გადმოაგდო, დედამთილი ძალადობას მალავდა” – ქართველი გოგონას სასტიკმა მკვლელობამ ესპანელები ქუჩაში გამოიყვანა – რას წერს უცხოური მედია ნათია გულბანზე?
გა­სულ კვი­რას, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ბარ­სე­ლო­ნა­ში, 33 წლის ქარ­თვე­ლი ქალი ნა­თია გულ­ბა­ნი მოკ­ლეს. პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე 32 წლის კაცი, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 2 ივ­ნი­სის ღამე მოხ­და. ქალი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და.
შემ­თხვე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე მე­ზობ­ლებს ბი­ნი­დან ჩხუ­ბის ხმა მო­ეს­მათ, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.
ეს­პა­ნუ­რი მე­დია წერს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მო­ძი­ე­ბა სუ­ი­ცი­დის ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ მომ­ხდა­რის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ასე­ვე თვითმხილ­ვე­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბი­თა და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა, ქალი ფე­მი­ცი­დის მსხვერ­პლი გახ­და.
5 ივ­ნისს, ბარ­სე­ლო­ნას სა­სა­მარ­თლომ გარ­დაც­ვლი­ლის პარტნი­ო­რი კაცი მკვლე­ლო­ბი­სა და გენ­დერულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რა.
რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დიაწერს, ქალი, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას გარ­და­იც­ვა­ლა სა­ვა­რა­უ­დო სექ­სის­ტუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი იყო. ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მე-4 სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბულს დრო­ე­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე.
საქ­მის მი­ხედ­ვით, მსხვერ­პლს სხე­ულ­ზე ჰქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ჭრი­ლო­ბე­ბი, რაც მუდ­მივ­მა ძა­ლა­დო­ბამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლის არა­ვის­თან უსა­უბ­რია.
ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ ბი­ნა­ში მყოფ­მა გარ­დაც­ვლი­ლის ქმარ­მა და დე­დამ­თილ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქალ­მა თავი მო­იკ­ლა. თუმ­ცა მოწ­მე­ე­ბი, მათ შო­რის მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი მო­პირ­და­პი­რე ბი­ნი­დან ნახა, ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მა­მა­კაც­მა კა­მა­თის შემ­დეგ ქალი აივ­ნი­დან გა­და­აგ­დო.
გარ­დაც­ვლი­ლის გა­რე­მოც­ვა აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი კაცი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი იყო. ის ქალს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, აფურ­თხებ­და, თავს ეს­ხმო­და და დას­ცი­ნო­და. პო­ლი­ცი­ას არა­ერ­თხელ მო­უ­წია ჩა­რე­ვა კონ­ფლიქ­ტში, მაგ­რამ ქალი პარტნი­ორს არ უჩი­ო­და. ისი­ნი წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად.
გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში მე­ზობ­ლებ­მა ჩხუ­ბის გამო პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. ქალს ჰქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ნა­კაწ­რე­ბი, მაგ­რამ მან თქვა, რომ ის სა­ნა­პი­რო­ზე ყოფ­ნი­სას მი­ი­ღო. პო­ლი­ცი­ამ კი­დევ ერთხელ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ოთხი დღით ადრე მი­ა­კი­თხა სახ­ლში, მი­ზე­ზი მა­ში­ნაც წყვილს შო­რის მომ­ხდა­რი ჩხუ­ბი გახ­ლდათ. და­ნა­შა­უ­ლის ღა­მეს ისი­ნი კა­მა­თობ­დნენ. ქალი აი­ვან­ზე გა­ვი­და, მას მე­უღ­ლეც გაჰ­ყვა. შემ­დეგ მე­ზობ­ლებ­მა ჩხუ­ბის და და­ცე­მის ხმა გა­ი­გო­ნეს.
ამის შემ­დეგ სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა სცა­და, მე­ზობ­ლე­ბი კი მის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ. კაცი გა­იქ­ცა და პო­ლი­ცი­ამ ბი­ძაშ­ვი­ლის სახ­ლში და­ა­კა­ვა – წერს მე­დია.
თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე ცხე­დარს პირ­ვე­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და, მაგ­რამ არ და­ეხ­მა­რა და არც სას­წრა­ფო­ში და­უ­რე­კავს, თავი ას­წია და წა­ვი­და.
მომ­ხდა­რის შემ­დეგ, მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბი­ნა­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლის სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად აქ­ცი­ებს მარ­თავ­დნენ.
მაკო სამ­ხა­რა­ძე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ბარ­სე­ლო­ნა­ში ცხოვ­რობს, მომ­ხდა­რის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ი­დან ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.