ნატომ შესაძლოა უკრაინაში ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი შემოიღოს

ნატო ში ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ნატოს “უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის” პოზიცია უკრაინაში, შესაძლოა, უკვე ბლოკის საიუბილეო ვაშინგტონის სამიტზე ივლისში წარადგინონ. სპეციალური წარმომადგენელი კოორდინაციას გაუწევს უკრაინისათვის სხვადასხვა სახის, მათ შორის, სამხედრო დახმარებას.

ნატოს ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურ სიგნალებს გაუგზავნის როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს. ალიანსის ზოგიერთი წარმომადგენელი მხარს უჭერს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, როგორც უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართულ კიდევ ერთ ნაბიჯს. სხვები ამ პოსტს “სანუგეშო პრიზს” უწოდებენ იმ ქვეყნისთვის, რომელიც ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ადრე ცნობილი გახდა, რომ კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის გამო, შეერთებული შტატები და გერმანია შეეწინააღმდეგნენ ნატოში უკრაინის წელს გაწევრიანებას.
ნატოს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა განიხილება, როგორც ს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართული ღონისძიებების ფართო პაკეტის ნაწილი. მისი კიდევ ერთი ნაწილი უნდა გამხდარიყო უკრაინის დასახმარებლად 100 მილიარდი დოლარის მოცულობის, ხუთწლიანი ფონდის შექმნა. მაგრამ, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ნატოელმა მოკავშირეებმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ამ ინიციატივას.

ფონდის ნაცვლად, სტოლტენბერგი ახლა დაჟინებით მოითხოვს ბლოკის წევრებისგან 43 მილიარდი დოლარის მოცულობის ყოველწლიური დახმარების შენარჩუნებას. -ის წვლილი თანხის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ნატო იმედოვნებს, რომ ეს სთვის მხარდაჭერის დონეს უფრო პროგნოზირებადს გახდის – განსაკუთრებით აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

წინადადება ნატოს ქვეყნებს შორის ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. გაურკვეველი მხოლოდ უნგრეთის პოზიციაა. ბუდაპეშტი ითხოვს, რომ მიეცეს შესაძლებლობა უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ