პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა. 50 წლის სპეციალისტის თქმით, “ალ ნასრის” ფორვარდი ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებისთვის ერთ-ერთი მთავარი ძალა იქნება.
“კრიშტიანომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ის ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეექვსედ იასპარეზებს, რონალდო ერთადერთია, რომელმაც ევროპირველობაზე 5-ჯერ ითამაშა, ეს უნიკალური მიღწევაა.
რონალდოს გამოცდილება წარმატების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება. მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს მოაქვს გუნდისთვის იმხელა სარგებელი, რამხელაც რონალლდოს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, ასე რომ გამოცდილი მოთამაშეების როლი კიდევ უფრო გაიზრდება”, – განაცხადა მარტინესმა.
შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს,
თურქეთსა და ჩეხეთს დაუპირისპირდება.
