დავდგეთ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას ეხმაურება.
„დავდგეთ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრი ფრედერიქსენი კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.