2023 წლის პირველ ცხრა თვეში 68 ათასმა რუსმა მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა

2023 წლის პირველ ცხრა თვეში თითქმის 68 ათასმა რუსმა განაცხადა, რომ მიიღო მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა სხვა ქვეყნებში, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს 38 ათას რუსმა აცნობა სხვა ქვეყნების მოქალაქეობის, დანარჩენმა 30 ათასმა – სხვა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლების შესახებ დოკუმენტის მიღების შესახებ.
“ძირითადად წელს, განსაზღვრულ პერიოდში და ამავე პერიოდში გასულ წელს, რუსეთის მოქალაქეებს ეცნობათ მათი მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან მუდმივი ბინადრობის უფლება დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის შესახებ ისრაელში, თურქეთში, სომხეთში, გერმანიაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ში, ესპანეთში, ფინეთში, ყაზახეთში, საქართველოში, კვიპროსსა და -ში”, – აცხადებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

იმ პირთა რეალური რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს მოქალაქეობა ან სხვა ქვეყნის ბინადრობის ნებართვა, შეიძლება უფრო მაღალი იყოს, რადგან ზოგიერთმა რუსმა შეიძლება ამის შესახებ არ შეატყობინოს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსებმა მასობრივად დაიწყეს ქვეყნის დატოვება, ხოლო “ნაწილობრივი” მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან გასულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. “როსსტატის” მონაცემებით, 2022 წელს 24 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა რუსეთი. ეს თითქმის სამი მილიონით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
2022 წელს რუსეთის 16 920 მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. თუმცა, უცნობია რუსების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც წავიდნენ და საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩნენ.