თეა ფირცხალავა: ამერიკელები რომ მომღიმარი იდიოტები იყვნენ – ვიცოდი, რადგან თითქმის 20 წელი უდიდეს ამერიკულ საფინანსო ორგანიზაციაში ვიმსახურე, მაგრამ …

“ამერიკელები რომ მომღიმარი იდიოტები იყვნენ – ვიცოდი, რადგან თითქმის 20 წელი უდიდეს ამერიკულ საფინანსო ორგანიზაციაში ვიმსახურე, მაგრამ საქართველოს დასანქცირების შედეგად მივხვდი, რომ ამერიკა ოკუპანტ რუსეთზე უარესი ყოფილა, სამწუხაროდ.
იდიოტი თუ არ ხარ, ნუთუ ვერ უნდა მიხვდე, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რაც მეტად და დაუმსახურებლად შეზღუდავ და “მიაწვები”, მის გარშემო მით მეტი ადამიანი, მათ შორის “ოცნების” არამხარდამჭერი, გაერთიანდება და თქვენც, ამერიკელებო და თქვენც – გაუბედურებულო ოპოზიციავ, არჩევნებზე დედა გეტირებათ!
ტავარიშჩ ბლინკენ, ვერასოდეს ეღირსები საქართველოს სათავეში ნაციონალების, ან მათი ბანდის რომელიმე წევრის “დანიშვნას” და ვერც ომს დაგვაწყებინებ.
მთავარი დამავიწყდა, ვერც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას შეეხები და ვერც კავკასიას არევ. წერტილი,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეა ფირცხალავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა