7:1 – “ჯვაროსნების” მეტოქემ მალტა გაანადგურა

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ჩეხეთმა ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში მალტა 7:1 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატამდე ჩეხეთი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 10 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
საქართველოს ევროვნული გუნდი ჩეხეთს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 22 ივნისს ჰამბურგში დაუპირისპირდება.
ჩეხეთი – მალტა 7:1
გოლები: 1:0 ბარაკი (6, პენ), 2:0 ხიტილი (44), 3:0 იურაშეკი (47), 4:0 ხიტილი (57), 4:1 პ. მბონგი (59), 5:1 ლინგრი (71), 6:1 იურაშეკი (85), 7:1 ჩერნი (89)
გაძევება: ჯ. მბონგი (84, მალტა)