ოთარ კიტეიშვილმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

გრაცის “შტურმის” ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გაახანგრძლივა, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ახალ ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ქართველის გამოსასყიდი თანხა ძალიან დაბალი იქნება და თუ მისი მსურველი კლუბი ამ თანხის გადახდას დათანხმდება, “შტურმი” ოთარის წასვლას ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში “შტურმმა” ავსტრიის ბუნდესლიგა 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო, ოთარ კიტეიშვილი კი ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.