ოპოზიციის ფერიცვალება აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მას პერსპექტივა ვერ ექნება

ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ფერიცვალებას, რომელიც აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებითაა წარმოდგენილი, პერსპექტივა ვერ ექნება. დიმიტრი ხუნდაძე სვამს კითხვას, როდის იყო ოპოზიცია გულწრფელი, როცა სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებდა, თუ ახლა, როცა ის ლიდერად დაისვა.
„ფანჩატურული ერთობა ჩვენ ვნახეთ გადამისამართებული საპრეზიდენტო სასახლეში, მაგრამ ამ გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათი უმეტესობა არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. უბრალოდ, მე მაინტერესებს ერთი რამ, თითოეული მათგანი და ერთად აღებული, როდის იყვნენ უფრო მეტად გულწრფელები, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, თუ დღეს, როდესაც ისინი მას ლიდერად აღიარებენ? ასე რომ, ასეთ ფერიცვალებას, რომელიც აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებითაა წარმოდგენილი, პერსპექტივა ვერ ექნება,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც