· 697
პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი თავისი 5 წლის ძაღლის შესახებ წერს, რომ ის გარდაიცვალა: “5 წლის წინ ზუსტად ამ დღეს მოვიდა ჩემთან, დღეს კი, დამშვიდობება მომიწია ჩემს ერთგულ პატარა მეგობართან. დიდი სიცარიელე დატოვა, ბევრი ტკივილი და ბევრი ბედნიერი მოგონება.”
ამ პოსტს სოციალურ ქსელში ეხმიანება ნიკა გვარამიაც და წერს: “ვისაც ძაღლი არ ყოლია, ვერასდროს ვერ მიხვდება ეს რა კატასტროფაა”
როგორც ირკვევა პოლიტიკოსმა ძაღლის დაძინების გადაწყვეტილება მიიღო, რათა არ უნდოდა უფრო დატანჯულიყო: “დავაძინე, არ მგონია ეთიკური ცხოველების წამება, როდესაც შანსი აღარაა მათი გადარჩენის და მხოლოდ უშედეგო ტანჯვა ელოდება, მხოლოდ იმ მიზნით, რომ პატრონმა კიდევ რამდენიმე დღე ცოცხლად ჩათვალოს. მაგრამ მაინც უმძიმესი ტკივილია.” – წერს სალომე სამადაშვილი
კომენტარებში კი პოლიტიკოსს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს და ამბობენ, რომ ნამდვილად ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ჩვენი ოჯახისწევრებივით არიან და ძალიან გულს გვწყვეტენ.