ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პარლამენტში – რუსეთის რეჟიმი მთელ მსოფლიოს აშანტაჟებს ისე, რომ ყველას ეშინია მას რეალურად დაუპირისპირდეს – ბრძოლას უკრაინისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ს ლიდერი, არის ანტიევროპა და თავისუფლებისა და თანასწორობის საპირისპირო.
”წინა დღეს, ნორმანდიის სანაპიროზე, სადაც ყველამ გავიხსენეთ მეორე მსოფლიო ომი და მადლობა გადავუხადეთ მასში გამარჯვებულებს, ერთდროულად ორი გრძნობა დაგვეუფლა: სიხარულის გრძნობა გამარჯვების მოპოვების გამო და მოვალეობის გრძნობა – გამარჯვების ვალდებულება“, – განაცხადა ზელენსკიმ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ევროპა კვლავ აღარაა მშვიდობის კონტინენტი.
“ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ევროპა კვლავ აღარაა მშვიდობის კონტინენტი. დროში, როცა, სამწუხაროდ, ნაციზმი ისევ ბრუნდება, როცა, სამწუხაროდ, ევროპაში ისევ მიწასთან ასწორებენ ქალაქებს და წვავენ სოფლებს, როცა ევროპაში ისევ არის ფილტრაციის ბანაკები, დეპორტაცია და სიძულვილი, რაც ახალ რუსულ კულტად იქცა. როდესაც კვლავ ცდილობენ ძალით შეცვალონ ევროპა და აცხადებენ, რომ ზოგიერთი ერი არ იმსახურებს დამოუკიდებელ არსებობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის რეჟიმი მთელ მსოფლიოს აშანტაჟებს ისე, რომ მსოფლიოს ეშინია რეალურად დაუპირისპირდეს მას.
„ის იპოვის გზას, რომ მოახდინოს ყველა დესტაბილიზაცია, მოახდინოს თქვენი დესტაბილიზაცია, ასეთი შეიძლება იყოს ხვალინდელი დღე, თუკი არ გაიმარჯვებს. ამ ბრძოლას უკრაინისთვის ახლა ისეთივე ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის, როგორიც ბრძოლებს, რომელიც ევროპელების წინა თაობებმა მოიგეს. ეს ბრძოლა გზაჯვარედინია. მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ყველამ ერთად დავწეროთ ისტორია ახლა, როგორც ჩვენ გვჭირდება, ან გავხდეთ ისტორიის მსხვერპლი – როგორც მას, ჩვენს მტერს სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მტერი საერთოა უკრაინისა და ევროპისთვის.
„შეხედეთ, რა არის რუსული კონტროლი. ეს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დამწვარი, მიტოვებული ნანგრევებია. ფაქტია. შეხედეთ, რად აქცევს პუტინი საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ეს არის გაუფასურებული ცხოვრების ტერიტორია. ფაქტობრივად ყველაფერ იმის საპირისპირო მხარე, რაც ჩვენთვის ღირებულია – ჩემთვის და შენთვის. თავისუფლების საპირისპირო. თანასწორობის საპირისპირო, ძმობის საპირისპირო, ევროპის საპირისპირო, ეს არის ანტიევროპა. სწორედ ეს არის პუტინი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს