„ატლანტიკურო საბჭოს“ ანგარიშმა საქართველოს პროგრესი და დემოკრატიის წინსვლა დაადასტურა, ამ ფონზე ნათლად ჩანს, რომ -ის სანქციების პოლიტიკა წმინდა პოლიტიკური აქტია, რომელიც რეალობის დამახინჯებას ემსახურება

„ატლანტიკურო საბჭოს“ ანგარიშმა საქართველოს პროგრესი და დემოკრატიის წინსვლა დაადასტურა, ამ ფონზე ნათლად ჩანს, რომ -ის სანქციების პოლიტიკა წმინდა პოლიტიკური აქტია, რომელიც რეალობის დამახინჯებას ემსახურება
„ატლანტიკურო საბჭოს“ ანგარიშმა საქართველოს პროგრესი და დემოკრატიის წინსვლა დაადასტურა. საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა, საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფლის სტატუსი აქვს მინიჭებული, – წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.
ის ხაზს უსვამს, რომ ანგარიში დაფუძნებულია ფაქტებზე და არა აღქმებზე, როგორც ეს კონგრესის შემთხვევაში იყო. ჩიხელიძის თქმით, ამ ფონზე ნათლად ჩანს, რომ შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესება პოლიტიკური აქტია, რომელიც რეალობის დამახინჯებას ემსახურება.
„ატლანტიკურო საბჭოს“ ანგარიშმა საქართველოს პროგრესი და დემოკრატიის წინსვლა დაადასტურა. საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა, საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ანგარიში ფაქტებს ეფუძნება და არა აღქმებს, როგორც ეს კონგრესის შემთხვევაში ხდება.
ანგარიშში განსაკუთრებით საყურადღებო რამდენი კრიტერიუმია, მათ შორის: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ.
ნიშანდობლივია, რომ საქართველო უსწრებს როგორც ნატოს ასევე ევროკავშირის მრავალ ქვეყანას და რა თქმა უნდა ყველა კანდიდატ ქვეყანას. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის ფონზე ნათლად ჩანს, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული სანქციების პოლიტიკა წმინდა პოლიტიკური აქტია, რომელიც რეალობის დამახინჯებას ემსახურება.” – წერს დავით ჩიხელიძე.
Next: ისევე, როგორც ბეღურა არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა ღვთის ნება, როგორც ჩანს, თბილისში არცერთი კანონი არ მიიღება ვაშინგტონის მხრიდან განსჯის გარეშე – The American Conservative

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს