“მგონი, ფეხბურთელების დახოცვას აპირებენ” – პერესი აღშფოთებულია

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა Relevo-სთან ინტერვიუში გადატვირთული კალენდრის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონში “ბლანკოსი” მსოფლიო საკლუბო თასზე იასპარეზებს. მადრიდული კლუბის გარდა, ტურნირში მონაწილეობას კიდევ 31 გუნდი მიიღებს.
“მომავალ სეზონს აგვისტოში დავიწყებთ და ივლისში დავასრულებთ. ეს სრული სიგიჟეა. მგონი, ფეხბურთელების დახოცვას აპირებენ”, – განაცხადა პერესმა ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, 2024 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული “მანჩესტერ სიტი” გახდა.