ამერიკულმა ბოლშევიზმმა საბჭოურს აჯობა, ოკეანის გაღმა სერიოზული პოლიტიკური კრიზისია

ამერიკულმა ბოლშევიზმმა საბჭოურს აჯობა, ოკეანის გაღმა სერიოზული პოლიტიკური კრიზისია
„გეოპოლიტიკა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ არავინ იცის როდის, როგორ და ვინ სად აღმოჩნდება. თანამედროვე პოლიტიკა სიურპრიზებით არის სავსე და ისე არ მოხდეს, რომ ხვალ „მეგობარი აქტები” ჩვენ ვწეროთ,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს.
თამარ ჩიბურდანიძე -ს სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციების დაწესებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ ადგილას, სანქციებთან ფრთხილად იქნებოდა, ვინაიდან ვინც დაასანქცირეს, ის მხოლოდ წინ მიიწევს.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გვამცნო, რომ სანქციების პირველი ეტაპი ამოქმედდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკის დეპარტამენტი სანქციების გამოცხადების ეპოპეაშია, მაგრამ უშედეგოდ.
მათ ადგილას, სანქციებთან ფრთხილად ვიქნებოდი, ამ მხრივ არ უმართლებთ, ვინც დაასანქცირეს, ის მხოლოდ წინ მიიწევს. ვისაც დღეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს, შეუძლია ამერიკაში წავიდეს და იქ დახვდება: პოლიტიკურ პროპაგანდაზე აწყობილი სისტემა; დეზინფორმაციით მართული საზოგადოება; დემოკრატიით შენიღბული დიქტატურა და ვითომ მშვიდობისმყოფელი, სინამდვილეში კი სხვა ქვეყნების დაპყრობის სურვილით მოქმედი სახელმწიფო. ამერიკულმა ბოლშევიზმმა საბჭოურს აჯობა, ოკეანის გაღმა სერიოზული პოლიტიკური კრიზისია.გეოპოლიტიკა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ არავინ იცის როდის, როგორ და ვინ სად აღმოჩნდება. თანამედროვე პოლიტიკა სიურპრიზებით არის სავსე და ისე არ მოხდეს,, რომ ხვალ “მეგობარი აქტები” ჩვენ ვწეროთ,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Next: მთელი ოპოზიციური სპექტრი – ნაციონალური მოძრაობა და მათი განშტოებები, მზად არიან გაწირონ საკუთარი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არის ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებული? ციფრებს დავაკვირდეთ, 17%-ით გაიზარდა დაფინანსება ეკონომიკის, 16%-ით გაიზარდა დეპოზიტები პიროვნებების და დაახლოებით 13%-ით – იურიდიული პირების – სხვა როგორ უნდა შეაფასო თუ არა დადებითად

“თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა – ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქია”, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

„დიფ სთეითმა“ რასაც ვერ მიაღწია ქუჩით, სურს მიაღწიოს ფულით! ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით