რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევა

რუსეთის სამხედრო ძალებმა ზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ოთხ საათს გაგრძელდა ღამის სამი საათისთვის გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ს საოლქო სამხედრო-ადმინისტრაციის მიერ დღეს, 7 ივნისს დილით გავრცელებული ინფომაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. არავინ დაშავებულა. ადმინისტრაცია კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს.
ს ძალებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს ხმელნიცკის ოლქსაც. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქებები იყო ქალაქ სტაროკონსტანტინოვში. დარტყმის სამიზნეები ჯერჯერობით უცნობია. ამ ქალაქის მახლობლად სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. გარდა ამისა, სტაროკონსტანტინოვი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია.