ზელენსკი კატარში მართავს მოლაპარაკებას უკრაინელი ბავშვების რუსეთიდან დაბრუნებაზე

უკრაინის პრეზიდენტი 5 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა კატარში, სადაც კატარის ლიდერთან მართავს მოლაპარაკებას ს მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე.
ზელენსკის თქმით, კატარი “ს ეხმარება რუსეთის მიერ მოტაცებული ბავშვების დაბრუნებაში” და ის გეგმავს, მოლაპარაკება გამართოს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან, რათა უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობა გაგრძელდეს საერთაშორისო კოალიციაში და სამშვიდობო სამიტზე, რომელიც მიმდინარე თვეში შვეიცარიაშია დანიშნული.
კატარი აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო სამიტისთვის მზადების პროცესში. არსებული მოლოდინით, ახლო აღმოსავლეთიდან ის გახდება ერთ-ერთი მხარდამჭერი ადამიანების დაბრუნების, საკვების გლობალური მიწოდების და ბირთვული და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში – წერს ზელენსკი ტელეგრამით.
ზელენსკის პრესმდივნის, სერჰი ნიკიფოროვის თქმით, 15-16 ივნისის სამიტში მონაწილეობის მიღება დაადასტურა 107-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
უკრაინა იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მოიპოვებს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას იმ პირობებისთვის, რომელთა შესრულებასაც აუცილებლობად მიიჩნევს რუსეთთან ომის დასასრულებლად.
სამიტზე წარმოდგენილი იქნება ვიცე-პრეზიდენტით, თ და ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით, ჯეიკ სალივანით.
რუსეთი სამიტზე მიწვეული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ