უკრაინის სამხედრო დაზვერვის მე-9 დეპარტამენტის სპეციალურმა განყოფილებამ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე რუსულ ბუქსირს, „სატურნს“ დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პანსკოეს ტბის წყლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგად რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი გემი განადგურდა“, – აცხადებენ უწყებაში.
მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დღეს დილით დროებით ოკუპირებულ ყირიმის შავი ზღვის რაიონში რუსული გემი გაანადგურა.
