ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში იუსტიციის სახლი გახსნა

ეს არის რიგით 119-ე იუსტიციის სახლი, ქვეყნის მასშტაბით; ეს ყველაფერი ნიშნავს ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე, უკეთესი მომსახურების მიწოდებას მათთვის და ეს არის ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ სამტრედიაში, იუსტიციის სახლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალ იუსტიციის სახლში სამტრედიელები კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებენ.
მისივე განცხადებით, შედარებისთვის, 2012 წლამდე საქართველოში სულ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, სამტრედიის იუსტიციის სახლი კი რიგით 119-ე იუსტიციის სახლია ქვეყნის მასშტაბით და უახლოეს მომავალში, დამატებით, კიდევ 14 გაიხსნება.
„უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ინვენტარი, კომფორტული გარემო თითოეული სამტრედიელისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აქედან გამომდინარე, ყველაფერია უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ სამტრედიელებმა კომფორტულ გარემოში მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება იუსტიციის სახლში.
უზრუნველყოფილი იქნება 500-მდე საჯარო და კერძო მომსახურების მიწოდება სამტრედიელებისათვის. მომსახურების პაკეტის მოცულობა გაიზარდა 200-დან 500-მდე გასული წლების განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რისთვისაც მადლობას ვუხდი სამინისტროს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის რიგით 119-ე იუსტიციის სახლი, ქვეყნის მასშტაბით. კონკრეტულად, იმერეთის რეგიონში იხსნება უკვე 24-ე იუსტიციის სახლი, ესეც მნიშვნელოვანი მიღწევაა სამინისტროსი და მადლობა ამისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას. უახლოესი თვეების განმავლობაში კი დაგეგმილია დამატებით 14 იუსტიციის სახლის გახსნა, რითაც დასრულდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის მომსახურებით იუსტიციის სახლებში. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ გაათმაგებულია შესაბამისი სამუშაოების ტემპი და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ნიშნავს ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე, უკეთესი მომსახურების მიწოდებას მათთვის და ეს არის ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე. მონაცემები შთამბეჭდავია, მხოლოდ შარშან 5 მილიონზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა სხვადასხვა იუსტიციის სახლი, ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი მმართველობისა, რომელიც აჩვენებს იმას, რომ მუდმივ რეჟიმში ვითარდება ქვეყანაში სახელმწიფო სერვისები, მომსახურება და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა,“- აღნიშნა პრემიერმა.
მ მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს, ასევე სახელმწიფო რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ.