“მნახველები გაფრთხილებულები არიან გატყუონ, რომ ყველა შენზე გიჟდება, თორემ ისტერიკაში ჩავარდები და ნაგავს შეაყრი” – ჩერგოლეიშვილი

სააკაშვილი “ჩამჭრელ” კითხვებს სვამს.
დაასახელეთ ერთი ავტორიტარი ლიდერი რომელიც თავისი ნებით წავიდაო (ხალხის ნება არ ახსოვს). ვაუ! რა რთული მოსაძებნია პასუხი! ივანიშვილი! ის არათუ თავისი ნებით “წავიდა” არამედ ყოველდღე შეუძლია “მოსვლა” და არ მოდის. სააკაშვილივით კი არ წვალობს რომ საკუთარი პარტია არ გაექცეს ხელიდან, შეუძლია დაბრუნება და აი უბრალოდ არ უნდა და არ ბრუნდება. და ამიტომ ავტორიტარი არ არის? ეს რა სისულელეა. ასეა – ძალიან იოლია დაჩლუნგება, როცა არავინ გეკამათება და მნახველები გაფრთხილებულები არიან გატყუონ, რომ ყველა შენზე გიჟდება, თორემ ისტერიკაში ჩავარდები და ნაგავს შეაყრი. ჰოდა შენც გამოჩლუნგდი – ბოლომდე! ვახო სანაიას რაც შეეხება, ვისაც დაუსვა ეს “ჩამჭრელი” შეკითხვა – მისი პასუხი ჩააგდეს სქრინად და მიშას ამუნათებს ჩემი კრიტიკის “მიუღებლობას” (პასუხი რომ მიუღებლობაა ეს ქაჯობა ცალკე საკითხია), ასე გაიგებს ხალხი, რომ ესენი ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულან და უკვე ასე იქცევიან, რომ მოვლენ, რას იზამენო. ეს საოცარი ფარისევლობაა – ტვ ფორმულაა იმის მაგალითი, რას იზამენ თუ ხელისუფლებაში მოვლენ კეზერაშვილთან აფილირებული ძალები – განსხვავებულ აზრს დაბლოკავენ, პრინციპებით ივაჭრებენ, საჯარო ინტერესს უღალატებენ – პასუხს კი არ გასცემენ პატიმარი სააკაშვილივით, აიღებენ და დაბლოკავენ.
ანუ ერთმანეთს კი ეკამათებით, მაგრამ ორივე ჩასარეცხები ხართ საზოგადებრივი ცხოვრებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის