ირაკლი კობახიძე – უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია – ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა!

უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია – ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა! – აღნიშნული განცხადება მედიასთან დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გააკეთა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იმ პროცესებს იხსენებენ, რომელიც 2014 წელს ში განვითარდა.
„მინდა შეგახსენოთ, რა ვითარება იყო მაიდნამდე უკრაინაში: – უკრაინა ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო იყო. მას ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა თითქმის 200 მილიარდი დოლარი იყო და მუდმივ აღმავლობის გზაზე იყო. ამის შემდეგ უკრაინა ტერიტორიებს 20%-ს კარგავს, დაღუპულია ათიათასობოთ ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ინფრასტრუქტურა არის განადგურებული, მოსახლეობის ერთი მეოთხედი – დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი არის ან დევნილი ან ლტოლვილი, დაახლოებით 7-8 მილიონი ქვეყნიდან არის გასული და აქედან 90% არიან ქალები და ბავშვები. ეს ყველაფერი მოიტანა მაიდანმა.
ადამიანები, რომელიც უკრაინაში ამ პროცესების განვითარების გამო პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, მაიდნით ჩვენ გვემუქრებიან, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამაზე მხოლოდ ძალიან მძიმე შეფასება შეიძლება მქონდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მ.