ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი ნორმანდიის ქალაქ კანის აეროპორტში დაეშვა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი -ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ