ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. საქართველოს ეროვნულ გუნდს ამ სტატუსის სულ ერთი შეხვედრა აქვს და კვირას, 9 ივნისს (22:45 სთ), მონტენეგროს ესტუმრება.
ასეთი ტურნჯირის წინ მწვრთნელები სიფრთხილეს მიმართავენ, მაგრამ ვილი სანიოლს ახლა ერთადერთი საშუალება აქვს, ფეხბურთელები ტონუსში ჰყავდეს, ახალი ტაქტიკური ელემენტები დახვეწოს და ამავდროულად, უახლოესი რესურსის მომზადების დონე ნახოს. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი ოპტიმალურ შემადგენლობას მაქსიმალურად დაეყრდნობა, დროს კი ბევრი მიიღებს.
მიქაუტაძე გუნდს ბოლოს შეუერთდა…
სასტარტო შემადგენლობის გამოცნობა ახლა მართლაც რთულია, თუმცა ვეცდებით, ის გარკვეულ
ლოგიკას დავუქვემდებაროთ. ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი შეიძლება ის იყოს, ნაკრებს ვინ როდის შეუერთდა გვიან დასრულებული სეზონისა თუ შორი გზის გამო. მაგალითად, ყველაზე ბოლოს (5 ივნისი) გუნდში გიორგი მიქაუტაძე მივიდა და მას მაქსიმუმ მხოლოდ რამდენიმე წუთი თუ მიეცემა.
მონტენეგროს ნაკრები ბელგიასთან (0:2) დამარცხდა და სამწუხაროდ, იმ გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ცოტა ხნის წინ რომ არ ვისურვეთ. მათი საყრდენი ნახევარმცველი უხეშობის გამო გააძევეს. ბურთს, ძირითადად, ბელგიელები აკონტროლებდნენ, ჩვენი მომავალი მეტოქის “მონაპოვარი” კი 20 უხეშობა იყო. იმედია, ჩვენ წინააღმდეგ სხვანაირ გუნდს ვიხილავთ და ამაში თავის დადებით როლს მთავარი მსაჯიც შეიტანს. ამ ფონზე კიდევ უფრო რთულია სანიოლის დილემა, თუ რამდენად მისცეს სათამაშო დრო ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის წინააღმდეგ უხეშობა ისედაც ჩვეულებრივი ამბავია…
მამარდაშვილი ამხანაგურშიც პირველი იქნება?
სავსებით მოსალოდნელია, ჩემპიონატის წინ პირველმა კიპერმა, გიორგი მამარდაშვილმა ითამაშოს და არც იმას გამოვრიცხავთ, მეკარეებბმა თითო ტაიმი გაცვალონ. საბერძნეთთან გაძევების გამო, გიორგი ლორია ევროს პირველ ტურში დისკვალიფიცირებულია და შესაძლოა, ამხანაგურში დრო ლუკა გუგეშაშვილმა მიიღოს.
რადგანაც საბა კვირკველიას ზურგის ტკივილი აწუხებდა და თანაც, ის გუნდს გვიან შეუერთდა, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მონტენეგროსთან მის ალტერნატივას ველით. ასეთი ოთარ კაკაბაძეა, მაგრამ თუ არა ახლა, როდის უნდა მიიღოს სანაკრებო დრო გიორგი გველესიანმა.
ვვარაუდობთ, გურამ კაშია სასტარტო შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ჩემპიონატზე აქ ლაშა დვალს თამაში გარანტირებული აქვს, სამწვრთნელო შტაბმა კი ახლა იქნებ მიზნად მისი მთავარი ალტერნატივის განხილვაზე იფიქროს. ამ ეტაპზე ისე ჩანს, ამის შანსი უფრო ჯიმი ტაბიძეს აქვს, ლუკა ლოჩოშვილი კი მესამე ალტერნატივადა და ღრმა თადარიგში უნდა მოვიაზროთ. უფრო მეტს სანიოლის გადაწყვეტილებებით გავიგებთ.
შენგელიამ ბოლოს საბერძნეთთან ითამაშა…
თუკი სანიოლი სატარტოს მნიშვნელოვან როტაციას გადაწყვეტს, სათამაშო დრო გიორგი გოჩოლეიშვილმაც უნდა მიიღოს. საბა ლობჟანიძეს ძალების აღსადგენად მცირე პერიოდი აქვს. ჩემპიონატზე ფრთაზე კაკაბაძე იქნება, “გოჩოს” კი შეტევაში სიმწვავის შეტანა მუდმივად შეუძლია.
ლევან შენგელიას ფინალში ტრავმის შემდეგ არ უთამაშია, ამიტომ ახლა მისი თამაში მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საინტერესოა, რამდენი წუთისთვისაა მზად. ვინც არ უნდა დაიწყოს, მისი და გიირგი წიტაიშვილის როტაცია ახლაც უნდა ვნახოთ და ევროს ჯგუფურ ეტაპზეც.
გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი საყრდენ ზონაში უალტერნატივონი არიან და მიგვაჩნია, ისინი მონტემეგროსთანაც პირველივე წუთებიდან ითამაშებენ. ამავდროუალად, ველით, ნიკა კვეკვესკირმა, როგორც ალბათ უმთავრესმა ალტერნატივამ, ბევრი დრო მიიღოს. გუნდში საკმაოდ ბევრი ცენტრალური ნახევარმცველია, ამხანაგურში კი მათგან უფრო მეტად ანზორ მექვაბიშილის დატვირთვას ველით.
საბერძნეთთან ფინალის შემდეგ კლუბში ძალიან ცოტა ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ და მას ტონუსში მოსასვლელად ამხანაგური შეხვედრა აუცილებლად სჭირდება. რა თქმა უნდა, 90 წუთით არავინ გამოიყენებს.
ჩაკვეტაძე და კვარაცხელია კარგ ხასიათზე არიან…
ამხანაგურ მატჩში სრულად არც ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. ამ რანგის დაპირისპირებებში სანიოლს “კვარა” უფრო მეორე ტაიმში შემოჰყავს და ამას ახლაც რეალურად მივიჩნევთ, მის ადგილს კი ზურიკო დავითაშვილი დაიკავებს.
მიქაუტაძეზე უკვე გითხარიათ, ბუდუ ზივზივახესთან კი დროს გიორგი ქვილითაია გადაინაწილებს, ანაც რაღაც პერიოდში არც ორფორვარდიან ტაქტიკას გამოვრიცხავთ.