ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის მიზანსაც ამერიკელ კანონმდებლებს შორის ღაზაში ომთან დაკავშირებით პროისრაელური გზავნილების გავრცელება წარმოადგენდა

ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის მიზანსაც ამერიკელ კანონმდებლებს შორის ღაზაში ომთან დაკავშირებით პროისრაელური გზავნილების გავრცელება წარმოადგენდა
ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამერიკელ კანონმდებლებს შორის და ამერიკულ საზოგადოებაში პროისრაელური გზავნილები უნდა გაევრცელებინა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, კამპანიის მიზანი იყო ღაზაში ს ქმედებებისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
როგორც NYT-ს ოთხმა ისრაელელმა წყარომ განუცხადა, ფარული კამპანია ს დიასპორის საკითხთა სამინისტრომ დაუკვეთა. ოპერაციის განსახორციელებლად 2 მილიონი დოლარი გამოიყო და მისი განხორციელება თელ-ავივში მდებარე პოლიტიკური მარკეტინგის ფირმა Stoic-ს დაევალა.
კამპანია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს X-ის პლატფორმაზე. კამპანიის პიკზე ათასობით ყალბი ანგარიშის შექმნელები X-ზე თავს ამერიკელებად ასაღებდნენ, მათ სამიზნეებს შორის იყვნენ წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰაკიმ ჯეფრისი და ჯორჯიის შტატის სენატორი რაფაელ უორნოკი. ყალბი X-მომხმარებლები მოუწოდებდნენ მათ, გააგრძელონ ისრაელის ჯარის დაფინანსება.
X-პოსტების უმრავლესობის დასაწერად ჩატბოტი ChatGPT გამოიყენებოდა. კამპანიის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი ყალბი ინგლისურენოვანი საინფორმაციო სააგენტო, რომლებიც პროისრაელურ სტატიებს აქვეყნებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც პოლიტიკურად თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად და საკუთარი დანაშაულის დასაფარად გამოიყენონ

საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა „დიფ სთეითისთვის“ პრობლემაა – მათ ვერ შეძლეს საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ გამჭვირვალობის კანონი „რუსული“ იყო და არასრულწლოვანის დაცვის კანონი ადამიანის უფლებებს ლახავდა

კომიკურია, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიაში ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა, რადგან თუკი დღეს, მსოფლიოში, სადმე თავისუფალი მედია და მედია პლურალიზმი არსებობს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია