დმიტრო კულებამ შვეიცარიელ კოლეგასთან სამშვიდობო სამიტის საკითხი განიხილა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასიმ სატელეფონო საუბრისას სამშვიდობო სამიტი განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ შვეიცარიელ კოლეგასთან, იგნაციო კასისთან საუბრისას უკრაინის აღდგენის კონფერენციის საკითხიც განიხილა, რომელიც ბერლინში გაიმართება.
„ასევე, შვეიცარიის როლი მნიშვნელოვანია აღდგენის ძალისხმევაში და მოხარული ვარ იმის მოსმენით, რომ შვეიცარია ამ საკითხში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გააგრძელებს, მათ შორის, ბერლინში, უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენციაზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ