“ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში – ქალები”- ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კვირეულს საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კვირეულს, საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში – ქალები.
საკითხზე პრეზიდენტმა გორში ისაუბრა, სადაც, ევროპული კამპანიის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმყოფებოდა.
“დღეს იწყება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 2-კვირიანი კამპანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული საკითხია. ევროპული სტანდარტები იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში – ქალები. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ჩვენი ტრადიციებისთვის ბრძოლა,”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი .

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება