7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორი, მათ შორის, ც იყო, რომელმაც, ბუნებრივია, უნდა თქვას, იყო თუ არა ის დან მართული – ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ, 7 ნოემბერთან დაკავშირებით, სააკაშვილმა საერთოდ არაფერი უნდა თქვას, რადგან, ოდიშარიას თქმით, ეს დღე სწორედ მისი მართული იყო.
ამასთან, როგორც ბექა ოდიშარია აცხადებს, 7 ნოემბრის ორგანიზატორი ც იყო და სწორედ ამიტომ, მან დღეს უნდა განმარტოს, იყო თუ არა ის რუსეთიდან მართული:
“7 ნოემბერთან დაკავშირებით, სააკაშვილის ადგილას, საერთოდ პირს დავხურავდი, რადგან 7 ნოემბერი მის მიერ იყო მართული. ასევე, თუ გახსოვთ მისი სამარცხვინო განცხადება, რომ თურმე დარბევის დროს ეძინა – გჯერათ ამის? კაცს საერთოდ არ ეძინა ხოლმე ღამე და რას ჩადიოდა, არავინ იცის. 7 ნოემბერს კი, როდესაც გაცემული იყო ბრძანება, რომ სამაგალითოდ სისხლით უნდა მოერეცხათ რუსთაველის გამზირი – მაშინ სააკაშვილს ეძინა? არა, ის მართავდა ამ ყველაფერს.
ახლა იმის თქმა, რომ ეს იყო ბადრი პატარკაციშვილისა და მის უკან მდგომი რუსეთის ხელით მართული, ეს კიდევ ერთი უსინდისობაა. ამ აქციის ორგანიზატორი, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც, ბუნებრივია, უნდა თქვას, იყო თუ არა ის რუსეთიდან მართული,”- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს