ეს რა ვნახე, რა უბედურება ხდება?! კონგრესში სხედან და საქართველოზე ზეპირ დანოსებს აკეთებენ – თეა ჯუღელი

კომუნისტების დროსაც კი, კრემლში, რომელიმე ქართველს ასე ღიად, ტელევიზიის თანდასწრებით, საქართველოზე და ქართველებზე რომ ელაპარაკა, გამორიცხული იყო რომ უკან ჩამოეშვა ვინმეს. კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირშიც კი! – ასე ეხმიანება ფეისბუქ-მომხმარებელი თეა ჯუღელი, -ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ვანო ჩხიკვაძისა და ნატალია საბანაძის გამოსვლას, სადაც MEGOBARI აქტი განიხილეს.
როგორც თეა ჯუღელი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების შემდეგ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, შესაბამისად, ამ ადამიანებს, ვინც კონგრესში საქართველოს დასმენით არის დაკავებული, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება არ უნდა გაუკვირდეთ.
“კომუნისტების დროსაც კი, კრემლში, რომელიმე ქართველს ასე ღიად, ტელევიზიის თანდასწრებით, საქართველოზე და ქართველებზე რომ ელაპარაკა, გამორიცხული იყო რომ უკან ჩამოეშვა ვინმეს. კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირშიც კი! ეს რა ვნახე, რა უბედურება ხდება, მეორედ მოსვლაა?! კონგრესში სხედან და საქართველოზე ზეპირ დანოსებს აკეთებენ. ამას წარმოვიდგენდით დამოუკიდებლობიდან ათწლეულების შემდეგ და ესენი ლაპარაკობენ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე კანონი ვის აკადრეთო?” – წერს თეა ჯუღელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა-“ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს