ვანო ჩხიკვაძე – მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს, იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და ამოქმედდება – ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს

მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და მალე ამოქმედდება, – ამის შესახებ -ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ფონ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ხმა გაიგონეს აქ, ვაშინგტონში, და ევროკავშირის დედაქალაქებში, ის ვერ გაიგო მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ”. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და დასავლეთს შორის კედელს აღმართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით. კანონი სრულიად გააქრობს კრიტიკულ ხმებს და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას გაანადგურებს, რომელიც ჩენს ქვეყანაში ჩვენი მეგობრების გულუხვი დახმარებით აშენდა წლების განავლობაში, მათ შორის USAID-ის მეშვეობით. კანონი ეწინააღმდეგება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, რომელიც დამოუკიდებელი მედიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციისადმი წვდომის გაძლიერებას ისახავს მიზნად…
ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია… ვიაზრებთ, რომ მარტონი არ ვართ ამ ბრძოლაში, ვინაიდან ვხედავთ და ვაფასებთ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და მოკავშირეები ჩვენთან ერთად დგანან. ამ მხრივ, მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ის, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და მალე ამოქმედდება”, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას