ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: ბულგარეთმა დაარღია ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება

ბულგარეთის სასამართლომ დაარღვია ჟურნალისტ როსენ ბოსევის სამართლიანი პროცესის უფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) მიიღო 4 ივნისს.
2019 წლის მაისში ბულგარეთის სასამართლომ ბოსევი ცილისწამებაში ცნო დამნაშავედ და მას 500 ევროს გადახდა დააკისრა. მაშინ სასამართლოს თავმჯდომარეობდა მოსამართლე პეტია კრუნჩევა.
ბოსევის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ბულგარეთის ფინანსური ზედამხედველობის კომისიის თავმჯდომარემ, სტოიან მავროდიევმა. მავროდიევმა ბოსევს უჩივლა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა, რომელიც მისგან სატელევიზიო ინტერვიუს იღებდა, თქვა, რომ მავროდიევმა ნარკოტრაფიკინგის შედეგად მოპოვებული ფულის გათეთრებას შეუწყო ხელი და თავისი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა ფინანსური ზეწოლისთვის ორ პუბლიკაციაზე – „კაპიტალ უიკლისა“ და „დნევნიკზე“. იმ პერიოდში ბოსევი „კაპიტალ უიკლის“ თანამშრომელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი