ჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა

დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიის ნაკრები ამხანაგური მატჩის ფარგლებში ბოლონიაში Renato Dall’Ara-ზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთს დაუპირისპირდება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰაქან ჩალღანოღლუმაც ისაუბრა, რომელმაც საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა.
“იმედი მაქვს, დღეს იტალიასთან ისტორიაში პირველ გამარჯვებას ვიზეიმებთ. “სკუადრა აძურასთან” ბოლო შეხვედრა სამშობლოში, ქონიაში ჩავატარეთ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით.
ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დღეს ჩემს თანაგუნდელებს ვნახავ. იტალია ყოველთვის კარგი მეტოქეა, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. შეკრების
დაწყებიდან ძალიან ბევრს ვმუშაობთ მწვრთნელთან ერთად, რა თქმა უნდა, არის მძიმე ვარჯიშები, მონტელა ძალიან გვეხმარება. იტალიის წინააღმდეგ კარგი გამოცდა გველის და იმედი მაქვს, მას თავს კარგად გავართმევთ.
მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერი გავიღო. მგონია, რომ როგორც სახლში, ისე ვითამაშებთ და დიდი გულშემატკივრობა გვექნება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
პირველი შეხვედრა საქართველოსთან უმნიშვნელოვანესი გვექნება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგან თუ გამარჯვებით დავიწყებთ, ვფიქრობ, წინ კიდევ დიდი გზა გვექნება.
როგორც არაერთხელ მითქვამს, თავს ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად ვგრძნობ. კარგად ვიცი, რომ ბევრი ჩემპიონია, თუმცა, ვუმჯობესდები და ვიზრდები”, – თქვა ჩალჰანოღლუმ.

ასევე დაგაინტერესებთ