პრემიერი – სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ – რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე მისდით შეტყობინება სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე“.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია.
„სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია, როდესაც თემა არასერიოზულია, ასეთ თემას ვერ ჩავუღრმავდებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი